ექთანი-ფლებოტომისტი

აღწერა

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; სტრუქტურული ერთეული: ლაბორატორიული-პრეანალიზური მიმართულება, ფლებოტომიის მიმართულება; ანაზღაურება: 800 ლარი; ძირითადი ფუნქციები: ** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; პრე და პოსტანალიზური პროცესების მართვა. ** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; ** ლაბორატორიის დადგენილი პროცედურის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია-გადახდის პროცესის უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი) ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი ფლებოტომისტი". გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ექთანი/ფლებოტომისტი
თოდუას კლინიკა
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ექთან-ფლებოტომისტი
ენმედიცი
თბილისი 800₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო